საბა — ლიტერატურული პრემია საქართველოში, რომელიც 2003 წელს დაარსდა. პრემია ყოველწლიურად გაიცემა და მისი მიზანია გასული წლის საუკეთესო ნაწარმოებების გამოვლენა 9 ნომინაციის მიხედვით.
ისტორია
საბას დამაარსებლები არიან თიბისი ბანკი, გაზეთი „24 საათი“ და ქართული პენ-კლუბი. პირველი დაჯილდოება 2003 წელს ჩატარდა.
კრიტიკა
„საბას“ დაარსების დღიდან აკრიტიკებდნენ სხვადასხვა მიზეზების გამო. კრიტიკა შეეხება იმას, რომ კანდიდატების დასახლებასა და პრემიის გადაცემას შორის მცირე დროა. [1] „საბა“ გააკრიტიკეს „წლის საუკეთესო დებიუტისა“ [2] და „წლის საუკეთესო პიესის“ ნომინაციებთან დაკავშირებით. [3]
ლაურეატები
საბა 2003
- წლის საუკეთესო რომანი: აკა მორჩილაძე
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული: გაგა ნახუცრიშვილი
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
- წლის საუკეთესო დებიუტი:
- წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა: ლევან ბრეგაძე
- წლის საუკეთესო თარგმანი:
- წლის საუკეთესო პიესა:
- პრემია ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის:
საბა 2004 [
- წლის საუკეთესო რომანი: ოთარ ჭილაძე, „გოდორი" (გამომცემლობა „რუსთავი 2 პრინტი")
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული: ბესიკ ხარანაული, „წიგნი ამბა ბესარიონისა"
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
- წლის საუკეთესო დებიუტი:
- წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა: თეიმურაზ დოიაშვილი
- წლის საუკეთესო თარგმანი:
- წლის საუკეთესო პიესა: ლაშა ბუღაძე, „ნუგზარი და მეფისტოფელი"
- პრემია ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის: ბაჩანა ბრეგვაძე
საბა 2005[4]
- წლის საუკეთესო რომანი: აკა მორჩილაძე — „სანტა ესპერანსა“
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული: ანდრო ბუაჩიძე — „ელნათურები“
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული: ნუგზარ შატაიძე — „ნოემბრის წვიმა“
- წლის საუკეთესო დებიუტი: გელა ჩქვანავა — „კოლორიტები“
- წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა: ზაზა შათირიშვილი — „გალაკტიონის პოეტიკა და რიტორიკა“
- წლის საუკეთესო თარგმანი: ჯემალ აჯიაშვილი — „ვარსკვლავთა ჩრდილში მაღალთა თანა“
- წლის საუკეთესო პიესა: ირაკლი სამსონაძე — „ბებო მარიამი“
- პრემია ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის: ოთარ ჩხეიძე
საბა 2006[5]
- წლის საუკეთესო რომანი: აკა მორჩილაძე — „ვენერას სიზმარი“
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული: რატი ამაღლობელი — „წრე“
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული: ვანო ჩხიკვაძე — „ზამთრის წიგნი“
- წლის საუკეთესო დებიუტი: თეონა დოლენჯაშვილი — „იანვრის მდინარე“
- წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა: აგი აბაშიძე — „ილია ჭავჭავაძე“
- წლის საუკეთესო თარგმანი: ლევან რამიშვილი — „ბჰაგავადგიტა“
- წლის საუკეთესო პიესა: ბასა ჯანიკაშვილი — „პიესები“
- პრემია ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის: ანა კალანდაძე
საბა 2007[6]
- წლის საუკეთესო რომანი: ლაშა ბუღაძე — „ვიდრე მთავარ გმირს ეძინა“
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული: შოთა იათაშვილი — „სანამ დროა“
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული: ლაშა იმედაშვილი — „სამი მკვლელობა ძველ თბილისში“
- წლის საუკეთესო დებიუტი: ქეთი ქანთარია — დი ბი სი პიერის „ვერნონ გენიოს ლითლის“ თარგმანი
- წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა: მალხაზ ხარბედია — „პირადი ბიბლიოთეკა“
- წლის საუკეთესო თარგმანი: ბაჩანა ბრეგვაძე — „ახალი თარგმანები“
- წლის საუკეთესო პიესა: არ გაცემულა
- პრემია ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის: თამაზ ჩხენკელი
საბა 2008[7]
- წლის საუკეთესო რომანი: აკა მორჩილაძე — „Maid in Tiflis“
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული: მაია სარიშვილი — „მიკროსკოპი“
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული: დავით ქართველიშვილი — „ოთხი მოთხრობა“
- წლის საუკეთესო თარგმანი: გიორგი ლობჟანიძე — „ყურანი“
- წლის საუკეთესო დებიუტი: ბაჩო კვირტია — „მატარებლის მოსვლამდე“
- წლის საუკეთესო პიესა: დავით ტურაშვილი — „შავი კედები“
- წლის საუკეთესო კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა: ეთერ თათარაიძე, ამირან არაბული — „შენდობით მომიხსენიეთ“
- პრემია ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის — ვახუშტი კოტეტიშვილი
საბა 2009[8]
- წლის საუკეთესო დებიუტი — გიორგი კეკელიძე „ოდები“ და დიანა ამფიმიადი „შოკოლადი“ (გამომცემლობა „სიესტა“).
- წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა — ლევან ბრეგაძე „მოთხრობები ლიტერატურაზე“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა")
- წლის საუკეთესო თარგმანი — გიორგი ეკიზაშვილი, დანიელ პენაკის „ძაღლი, ძაღლი“ (გამომცემლობა „აგორა“)
- წლის საუკეთესო პიესა — ლაშა ბუღაძე „ნაფტალინი“ (წიგნის სახელოსნო)
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული — გიგი სულაკაური „თამაში რევოლვერით“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული — ბათუ დანელია „MIRABILIS VITA“ (საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“)
- წლის საუკეთესო წლის საუკეთესო რომანი — თეონა დოლენჯაშვილი „მემფისი“ (გამომცემლობა „სიესტა“)
- პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის — ჭაბუა ამირეჯიბი
საბა 2010
- წლის საუკეთესო დებიუტი - მაკა ლდოკონენი „ქიშმიშიანი ამბები" (გამომცემლობა "დიოგენე")
- წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ზურაბ ქარუმიძე „ჯაზის ცხოვრება" (გამომცემლობა "სიესტა")
- წლის საუკეთესო თარგმანი - მანანა ღარიბაშვილი – გაიუს ვალერიუს კატულუსის ლექსები (გამომცემლობა "ლოგოსი")
- წლის საუკეთესო პიესა - თამარ ბართაია - „მთავარი როლი" (გამომცემლობა "დიოგენე")
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული - კოტე ჯანდიერი "კონკიას ღამე" (გამომცემლობა "დიოგენე")
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული - ზვიად რატიანი – „ნეგატივი“ (გამომცემლობა "დიოგენე")
- წლის საუკეთესო რომანი - ნაირა გელაშვილი "პირველი ორი წრე" (გამომცემლობა "კავკასიური სახლი")
- პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - გურამ დოჩანაშვილი
საბა 2011
- წლის საუკეთესო დებიუტი - თამთა მელაშვილი „გათვლა" (გამომცემლობა "დიოგენე")
- წლის საუკეთესო კრიტიკა - შოთა იათაშვილი "დალაგება" (გამომცემლობა "საუნჯე") და ნუგზარ მუზაშვილი „გაქცევა ისტორიიდან" (გამომცემლობა "დიოგენე")
- წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - პაატა ქურდაძე, „ფსიქოდელური ქრონიკა" (გამომცემლობა "სიესტა")
- წლის საუკეთესო თარგმანი - გიორგი ლობჟანიძე – საადი შირაზელის 'გოლესთანი'-ს თარგმანი (გამომცემლობა "კავკასიური სახლი")
- წლის საუკეთესო პიესა - თამაზ ექვთიმიშვილი - "პუანტები" (ჟურნალი "ლიტერატურული პალიტრა")
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული - მაკა მიქელაძე „მე და ჩემი კუსტურიცა" (გამომცემლობა "სიესტა")
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული - გივი ალხაზიშვილი „ჩაბრუნებული მზერა" (გამომცემლობა "საუნჯე")
- წლის საუკეთესო რომანი - ერლომ ახვლედიანი „კოღო ქალაქში“ (გამომცემლობა "სიესტა")
- პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ვახტანგ ჯავახაძე
საბა 2012[9]
- წლის საუკეთესო დებიუტი - ეკატერინე ტოგონიძე, „ანესთეზია" (გამომცემლობა „საუნჯე") და სალომე ბენიძე „მოხსენებითი ბარათი", (გამომცემლობა "ინტელექტი")
- წლის საუკეთესო კრიტიკა - ლევან ბრეგაძე „ლიტერატურული (გამო)ძიებანი" (გამომცემლობა "არტანუჯი")
- წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - გიორგი მაისურაძე, „ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები" (გამომცემლობა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა")
- წლის საუკეთესო თარგმანი - დავით წერედიანი – გოეთეს „ფაუსტის" თარგმანი (გამომცემლობა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა")
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული - ბესო ხვედელიძე „წითელი" (გამომცემლობა „საუნჯე“)
- წლის საუკეთესო პიესა - ლაშა ბუღაძე „„ნავიგატორი“" („ბაკურ საულაკაურის გამომცემლობა“)
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული - პაატა შამუგია „დაუჯდომელი" (გამომცემლობა „სიესტა“)
- წლის საუკეთესო რომანი - აკა მორჩილაძე, „obOle" (გამომცემლობა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა")
- პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - რეზო ჭეიშვილი
საინტერესო ფაქტები
- 2007 წელს არ გაიცა პრემია საუკეთესო პრემიის ნომინაციაში, ჟიურიმ 2006 წელს შექმნილი პიესების მხატვრული დონე ჟიურიმ არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია
- 2009 და 2012 წლების საბა საუკეთესო დებიუტისთვის და 2011 წლის საბა საუკეთესო კრიტიკისთვის ორმა კანდიდატმა გაიყო
- 2011 წელს საბას დაემატა ახალი ნომინაცია - პრემია საუკეთესო კრიტიკისთვის
- აკა მორჩილაძეს ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ აქვს მიღებული „საბა". ყველა ჯილდო მან საუკეთესო რომანის ნომინაციაში მიიღო
- ლაშა ბუღაძემ სამჯერ მიიღო „საბა“ საუკეთესო პიესის, ხოლო ერთხელ საუკეთესო რომანის ნომინაციაში
- ერთზე მეტი „საბა“ აგრეთვე მიღებული აქვთ ბაჩანა ბრეგვაძეს, გიორგი ლობჟანიძეს, შოთა იათაშვილსა და ლევან ბრეგაძეს
No comments:
Post a Comment