პულიცერი


     პულიცერის პრემია (Pulitzer Prize) ამერიკული ჯილდოა და ითვლება უმაღლეს დამსახურებად ბეჭდვით ჟურნალისტიკაში. ჯილდო ასევე ენიჭება ლიტერატურული მიღწევებისა და მუსიკალური კომპოზოციებისთვის. პირველი პულიცერის პრემია მინიჭებულ იქნა 1917 წლის 4 ივნისს. ბოლო დროს ამ ჯილდოს ლაურეატების გამოცხადება ყოველი წლის აპრილის თვეში ხდება.
   პრემიის ლაურეატების დასახელებას დამოუკიდებელი საბჭო ახდენს, რომლის ოფიციალურ ადმინისტრირებას კოლუმბიის უნივერსიტეტი აწარმოებს აშშ-ში. ჯილდო დაფუძნებულ იქნა გვიანდელი მე-19 საუკუნის უნგრელი წარმოშობის ჟურნალისტისა და საგაზეთო გამომცემლის ჯოზეფ პულიცერის მიერ. სახელს "პულიცერი" ხშირად არასწორად გამოთქვამენ, როგორც "პიულიცერს" (pew-litser). ზუსტი გამოთქმა, ჯილდოს ადმინისტრატორთა თანახმად ისევე უნდა ჟღერდეს, როგორც ფრაზა "Pull it, sir".
პრემია გაიცემა კატეგორიებში ჟურნალიზმის, ხელოვნებისა და მწერლობის განხრით. ჟურნალიზმის ჯილდო მხოლოდ აშშ-ში მდებარე გაზეთებსა და ყოველდღიური ახალი ამბების ორგანიზაციებში დაბეჭდილ ან გამოცემულ რეპორტაჟებსა და ფოტოებს მიენიჭება.

No comments:

Post a Comment