Thursday, November 29, 2012

ლენინური


ლენინური პრემიავ. ი. ლენინის სახელობის პრემია (რუს. Ле́нинская пре́мия) სსრკ-ში მოქალაქეთა წახალისების ერთ-ერთი უმაღლესი ფორმა მეცნიერების, ტექნიკის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში უთვალსაჩინოესი მიღწევებისათვის.
    სკკპ ცკ-ისა და სსრკ მინისტრთა საბჭოს 1966 წლის 9 სექტემბრის დადგენილებით, 2 წელიწადში ერთხელ ანიჭებდნენ 30 ლენინური პრემიას (25 — მეცნიერებასა და ტექნიკაში, 5 — ლიტერატურაში, ხელოვნებასა და არქიტექტურაში). 1970 წელს დამატებით დაწესდა პრემია საბავშვო ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებისათვის. თითოეული ლენინური პრემიის ოდენობა 1000 მანეთი იყო. მოქმედი დებულებით (СП СССР 1967, № 6, ст. 29) განსაზღვრული იყო იმ სახელმწიფო, საზოგადო და სამეცნიერო ორგანიზაციათა წრე, რომელთაც უფლება ჰქონდათ წარედგინათ ნაშრომი ლენინური პრემიაზე. ლენინური პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარედგინათ სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც დაიბეჭდა (საჯაროდ შესრულდა ან აიგო) კანდიდატურების წარდგენის ვადის დამთავრებამდე 1 წლით ადრე, ტექნიკური და წარმოების დარგის ნაშრომი კი — სახალხო მეურნეობაში დანერგვის შემდეგ. სკკპ ცკ-ისა და სსრკ მინისტრთა საბჭოს დადგენილება ლენინური პრემიის მინიჭების შესახებ პრესაში ქვეყნდებოდა ვ. ი. ლენინის დაბადების დღესთან დაკავშირებით. იმ პირს, რომელმაც მიიღო ლენინური პრემია, ენიჭება „ლენინური პრემიის ლაურეატის“ წოდება, გადაეცემოდა დიპლომი, საპატიო ნიშანი და მოწმობა.

პრიცკერი


   პრიცკერის არქიტექტურული პრემია გაიცემა ყოველწლიურად ჰაიატის ფონდის მიერ არქიტექტურაში მიღწევებისთვის. დაარსდა 1979 წელს ჯეი პრიცკერის მიერ, ადმინისტრაციას პრიცკერის ოჯახი უწევს და მსოფლიოში უპირველეს არქიტექტურულ ჯილდოდ ითვლება.
   გამარჯვებული იღებს $100.000 ამერიკულ დოლარს; გაცილებით მნიშვნელოვანია ამ სფეროში ჯილდოს გამო მოხვეჭილი სახელი და სამშენლბლო ინდუსტრიაში დეველოპერთა მიერ მათდამი ინტერესი. პრიცკერს ხშირად "არქიტექტურაში ნობელის პრემიად" მოიხსენიებენ.

საბა






საბა — ლიტერატურული პრემია საქართველოში, რომელიც 2003 წელს დაარსდა. პრემია ყოველწლიურად გაიცემა და მისი მიზანია გასული წლის საუკეთესო ნაწარმოებების გამოვლენა 9 ნომინაციის მიხედვით.


ისტორია 

საბას დამაარსებლები არიან თიბისი ბანკი, გაზეთი „24 საათი“ და ქართული პენ-კლუბი. პირველი დაჯილდოება 2003 წელს ჩატარდა.

კრიტიკა

„საბას“ დაარსების დღიდან აკრიტიკებდნენ სხვადასხვა მიზეზების გამო. კრიტიკა შეეხება იმას, რომ კანდიდატების დასახლებასა და პრემიის გადაცემას შორის მცირე დროა. [1] „საბა“ გააკრიტიკეს „წლის საუკეთესო დებიუტისა“ [2] და „წლის საუკეთესო პიესის“ ნომინაციებთან დაკავშირებით. [3]

ლაურეატები 

საბა 2003 

  • წლის საუკეთესო რომანი: აკა მორჩილაძე
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული: გაგა ნახუცრიშვილი
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
  • წლის საუკეთესო დებიუტი:
  • წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა: ლევან ბრეგაძე
  • წლის საუკეთესო თარგმანი:
  • წლის საუკეთესო პიესა:
  • პრემია ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის:

საბა 2004 [

  • წლის საუკეთესო რომანი: ოთარ ჭილაძე, „გოდორი" (გამომცემლობა „რუსთავი 2 პრინტი")
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული: ბესიკ ხარანაული, „წიგნი ამბა ბესარიონისა"
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
  • წლის საუკეთესო დებიუტი:
  • წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა: თეიმურაზ დოიაშვილი
  • წლის საუკეთესო თარგმანი:
  • წლის საუკეთესო პიესა: ლაშა ბუღაძე, „ნუგზარი და მეფისტოფელი"
  • პრემია ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის: ბაჩანა ბრეგვაძე

საბა 2005[4] 

საბა 2006[5] 

საბა 2007[6] 

საბა 2008[7] 

საბა 2009[8] 

  • წლის საუკეთესო დებიუტი — გიორგი კეკელიძე „ოდები“ და დიანა ამფიმიადი „შოკოლადი“ (გამომცემლობა „სიესტა“).
  • წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა — ლევან ბრეგაძე „მოთხრობები ლიტერატურაზე“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა")
  • წლის საუკეთესო თარგმანი — გიორგი ეკიზაშვილიდანიელ პენაკის „ძაღლი, ძაღლი“ (გამომცემლობა „აგორა“)
  • წლის საუკეთესო პიესა — ლაშა ბუღაძე „ნაფტალინი“ (წიგნის სახელოსნო)
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული — გიგი სულაკაური „თამაში რევოლვერით“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული — ბათუ დანელია „MIRABILIS VITA“ (საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“)
  • წლის საუკეთესო წლის საუკეთესო რომანი — თეონა დოლენჯაშვილი „მემფისი“ (გამომცემლობა „სიესტა“)
  • პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის — ჭაბუა ამირეჯიბი

საბა 2010 

საბა 2011 

საბა 2012[9] 

  • წლის საუკეთესო დებიუტი - ეკატერინე ტოგონიძე, „ანესთეზია" (გამომცემლობა „საუნჯე") და სალომე ბენიძე „მოხსენებითი ბარათი", (გამომცემლობა "ინტელექტი")
  • წლის საუკეთესო კრიტიკა - ლევან ბრეგაძე „ლიტერატურული (გამო)ძიებანი" (გამომცემლობა "არტანუჯი")
  • წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - გიორგი მაისურაძე, „ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები" (გამომცემლობა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა")
  • წლის საუკეთესო თარგმანი - დავით წერედიანი – გოეთეს „ფაუსტის" თარგმანი (გამომცემლობა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა")
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული - ბესო ხვედელიძე „წითელი" (გამომცემლობა „საუნჯე“)
  • წლის საუკეთესო პიესა - ლაშა ბუღაძე „„ნავიგატორი“" („ბაკურ საულაკაურის გამომცემლობა“)
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული - პაატა შამუგია „დაუჯდომელი" (გამომცემლობა „სიესტა“)
  • წლის საუკეთესო რომანი - აკა მორჩილაძე„obOle" (გამომცემლობა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა")
  • პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - რეზო ჭეიშვილი

საინტერესო ფაქტები 

  • 2007 წელს არ გაიცა პრემია საუკეთესო პრემიის ნომინაციაში, ჟიურიმ 2006 წელს შექმნილი პიესების მხატვრული დონე ჟიურიმ არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია
  • 2009 და 2012 წლების საბა საუკეთესო დებიუტისთვის და 2011 წლის საბა საუკეთესო კრიტიკისთვის ორმა კანდიდატმა გაიყო
  • 2011 წელს საბას დაემატა ახალი ნომინაცია - პრემია საუკეთესო კრიტიკისთვის
  • აკა მორჩილაძეს ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ აქვს მიღებული „საბა". ყველა ჯილდო მან საუკეთესო რომანის ნომინაციაში მიიღო
  • ლაშა ბუღაძემ სამჯერ მიიღო „საბა“ საუკეთესო პიესის, ხოლო ერთხელ საუკეთესო რომანის ნომინაციაში
  • ერთზე მეტი „საბა“ აგრეთვე მიღებული აქვთ ბაჩანა ბრეგვაძესგიორგი ლობჟანიძესშოთა იათაშვილსა და ლევან ბრეგაძეს