Thursday, November 29, 2012

ოსკარი


       

       ოსკარი — კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემია (Academy Awards). სახელწოდება ოსკარი აღებულია იმ პატარა ქანდაკებისგან, რომელსაც ლაურეატებს გადასცემენ.

     1929 წლიდან მოყოლებული პრემია გადაეცემა ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოსულ საუკეთესო ფილმებსა და სხვადასხვა კატეგორიაში მოღვაწე კინოხელოვანებს.

ცერემონია ორგანიზებულია პროფესიოული ასოციაციის მიერ, რომლის სახელწოდებაა Academy of Motion Picture Arts and Sciences (კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია).
     ერთი ფილმის მიერ აღებული ოსკარების ყველაზე დიდი რაოდენობაა 11. ეს რეკორდი სამმა ფილმმა მოხსნა:
     თუმცა "ბენ–ჰურის" რეკორდი ფილმმა "ტიტანიკი" მაინც ვერ გაიმეორა, რადგან მთავარი როლის შემსრულებლებს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო არ მიუღიათ. იუდა ბენ–ჰურის როლის შემსრულებელმა – ჩარლტონ ჰესტონმა (ასევე მონაწილეობს ფილმში "ათი მცნება".)1959 წელს კინოკრიტიკოსთა გადაწყვეტილებით, ჯეკ ლემონი "ოსკარის" გარეშე დატოვა, რომელმაც არაჩვეულებრივი სახე შექმნა ფილმში "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან"(რეჟ.:ბილი უაილდერი)(ამ სახელწოდებით იცნობენ ფილმს "სხეულის სიმხურვალე" ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქეები. იმ დროს ცენზურა ფილმის სახელწოდებაზეც ვრცელდებოდა.)
ქანდაკებამ, რომელსაც ცერემონიალზე გადასცემენ, სახელწოდება მიიღო აკადემიის ერთ-ერთი წევრის, მარგარეტ ჰერიკისაგან, რომელმაც მიიჩნია, რომ იგი ძალიან ჰგავდა ბიძამის ოსკარს. ქანდაკება გაკეთებულია ბრიტანიუმისაგან და მოოქროვილია. მისი დიზაინერია სედრიკ გიბონი.

ყველაზე უღირსი ოსკაროსანი ფილმები 

     ყველაზე პრესტიჟული პრემიის, ოსკარის ირგვლივ ყოველთვის არის მითქმა-მოთქმა, რასაც თან ახლავს სკანდალური სიტუაციები და სტატიები. ნებისმიერი დაჯილდოვების შემდეგ ჩნდება აზრი იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ ფილმს, მსახიობსა თუ რეჟისორს ჯილდო დაუმსახურებლად გადასცეს და ა.შ. წლის ახალი ლაურიატების არჩევის შემდეგ MSM MOVIES-ით მოსარგებლეებმა წლევანდელი დაჯილდოების დაცინვის მიზნით გამოაქვეყნეს სია იმ ფილმებისა, რომლებმაც "ოსკარი"დაუმსახურებლად მიიღეს. ყველაზე უღირსი ოსკაროსნების სიაში პირველი სამი "საპატიო" ადგილი შემდეგმა ფილმებმა დაიკავეს: "შეყვარებული შექსპირი", "ჩიკაგო" და "ტიტანიკი".

No comments:

Post a Comment